Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეები ფოთის საქალაქო სასამართლოში

24-02-2015
 სკოლის მოსწავლეები ფოთის საქალაქო სასამართლოში

ფოთის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას და 2015 წლის 23 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს ქ.ფოთის №3; №7; №11 და №12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები შეხვდნენ მოსამართლეებს, სასამართლოს მენეჯერს და აპარატის თანამშრომლებს. გაეცნენ სასამართლოს აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები და სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაინტერესდნენ სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით და სურვილი გამოთქვეს მომავალში ესტუმრონ სასამართლოს და დაესწრონ სასამართლო პროცესებს. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, როგორც მოსამართლეებთან, ასევე სასამართლოს სხვა თანამშრომლებთან ერთად. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ მოსამართლეებთან და სასამართლოს თანამშრომელებთა შეხვედრით. ფოთის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია