Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეები ხობის მაგისტრატ სასამართლოში

25-02-2015
 სკოლის მოსწავლეები ხობის მაგისტრატ სასამართლოში

ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 24 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეები შეხვდნენ მოსამართლეებს, სასამართლოს მენეჯერს და აპარატის თანამშრომლებს. გაეცნენ სასამართლოს აპარატის საქმიანობას, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზი და სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაინტერესდნენ მაგისტატი სასამართლოში რა სახის საქმეების იხილება და სურვილი გამოთქვეს მომავალში ესტუმრონ სასამართლოს და დაესწრონ სასამართლო პროცესებს. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს მოსამართლეებთან და სასამართლოს სხვა თანამშრომლებთან ერთად. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ხობის მაგისტრატ სასამართლოში სტუმრობით. ფოთის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია