Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლოში ქ. ფოთის #15 საჯარო სკოლის მოსაწავლეებთა მიღება გაიმართა.

29-04-2013
ფოთის საქალაქო სასამართლოში ქ. ფოთის #15 საჯარო სკოლის მოსაწავლეებთა მიღება გაიმართა.

2013 წლის 29 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოში ქ.ფოთის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიღება გაიმართა. მოსწავლეები შეხვდნენ სასმართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს, რომლებმაც მოსწავლეებს  გააცნეს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე  რეფორმები, ასევე სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა და  მართლსმაჯულების განხორციელების წესი. მოსწავლეები დაინტერესდნენ  სისხლი,სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა  საკითხზე, რის შემდეგ გამოთქვეს სურვილი მომავალში იმიტირებული  სასამართლო სხდომის გამართვის  შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგმათ დაათვალიერეს სასამართლოს  ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ  სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და აღჭურვილობით, ასევე თანამშრომელთა კეთილგანწყობით და გამოთქვეს მსგავსი შეხვედრების ხშირად გამართვის სურვილი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია