Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

12-07-2013
ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

2013 წლის 12 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა თ.კ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, ხოლო მისი უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. შუამდგომლობის  განხილვის  და საქმის მასალების შესწავლის შედეგად,  სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.კ.-ს დაკავების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დაკავების წესები, ასევე საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებები, რის გამოც გააუქმა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება, ბრადლებულს შეეფარდა გირაო საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე და ბრალდებული დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია