Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხობის მაგისტრატ სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა

11-06-2015
ხობის მაგისტრატ სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა

2015 წლის 11 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს მენეჯერს და აპარატის თანამშრომლებს, დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. აღნიშნულის შემდეგ, საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სისხლის სამართლის პროცესი, რის შემდეგაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს სასამართლოს თანამშრომლებთან ერთად. იმიტირებული პროცესის მონაწილე მოსწავლეებმა და დამსწრე პირებმა დადებითად შეაფასეს ჩატარებული იმიტირებული პროცესი, კმაყოფილები დარჩნენ ხობის მაგისტრატ სასამართლოში სტუმრობით და მსგავის სახის ღონისძიების ხშირად ჩტარების სურვილი გამოთქვეს. 

 

ფოთის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია