Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლოს საქველმოქმედო აქცია!

12-06-2015
ფოთის საქალაქო სასამართლოს საქველმოქმედო აქცია!

14 ივნისს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფოთის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს სისხლის უანგარო დონაციაში. აქციაში მონაწილეობდნენ სასამართლოს თავმჯდომარე, მენეჯერი, აპარატის თანამშრომლები და სტაჟიორები. სისხლის დონორთა მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ადამიანების სტიმულირება სისხლის ჩაბარებისკენ. ამ დღეს ყურადღება მახვილდება სისხლის ჩაბარების აუცილებლობაზე, რათა აღმოიფხვრა სისხლის უკმარისობა საავადმყოფოებსა და კლინიკებში. სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. ამასთან, გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება.

 

ოთის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის  საქველმოქმედო აქციებში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია