Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა!

30-06-2015
ფოთის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა!

2015 წლის 30 ივნისს, ფოთის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის  შედეგად  დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულების: ი. ძ-ს, მ. ი-ის და გ. ჯ-ს მიმართ, რომელებსაც  ბრალი ედებოდათ ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი).


სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ი. ძ-მ, მ. ი-მა და გ. ჯ-მ  წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.


სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ ქურდობის,  (ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით) ჩადენის ფაქტს.  

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია