Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლოში გამოძიების ეტაპზე მოწმე მოსამართლის წინაშე დაიკითხა

11-03-2016

ფოთის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 11 მარტს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შემოტანილ იქნა შუამდგომლობა გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე პირის მოწმის სახით დაკითხის თაობაზე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად მართლსაწინაააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინაარმდეგ. მითითებულ შუამდგომლობაში გამოძიების ეტაპზე მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითვა ბრალდების მხარის მიერ დასაბაუთებულია იმ გარემოებით, რომ დასაკითხი პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა და ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფლებულ იქნა, რის შემდეგაც გამოძიების ეტაპზე  მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა განხორციელდა დახურულ სასამართლო სხდომაზე.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია