Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს!

10-10-2016
ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს!

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები; 
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
"ე", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით. 
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №3) უნდა წარმოადგინონ: 
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე, საბუთების სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით შემოტანის შემთხვევაში);
ბ) ავტობიოგრაფია ან CV; 
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით ¾, საბუთების სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით შემოტანის შემთხვევაში); 
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა, ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
საბუთების შემოტანა შესაძლებელია, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge), ასევე უშუალოდ სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით.
საბუთების წარდგენის ვადაა 2016 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 20:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, საბუთების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3, ტელ: 0 (493)22–08–30.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია