Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომები გაიმართა

01-04-2020
ფოთის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომები გაიმართა

 

ფოთის საქალაქო სასამართლო, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.  პროცესის მონაწილეები სასამართლო განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ. 

2020 წლის 20 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ფოთის საქალაქო სასამართლომ დისტანციურ რეჟიმში გამართა ოცდათოთხმეტი სხდომა. აღნიშნულიდან სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარდა 12 არსებითი სხდომა, 6 წინასასამართლო სხდომა, 4 სხდომა ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, 11 სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, ერთი სხდომა სამოქალაქო საქმეზე. 

ფოთი საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის ქსელის ადმინისტრატორ რობერტ გურალია სასამართლო სხდომები დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩატარებაში გამოჩენილი ძალისხმევისათვის. 

ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის და სასამართლოს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია