Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს!

23-03-2021

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსს ჩაატარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისია (მისამართი ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3). განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 01 აპრილი. სტაჟირების ვადად განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე, ანაზღაურების გარეშე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი",მიუთითეთ "ფოთის საქალაქო სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია