Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის შესახებ

12-12-2018

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის 

გაცემის თაობაზე

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტტისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ..

 

2018 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 33 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან02,

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 08,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 06,

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან - 02,

ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ - 01,

ადამიანის უფლებათა ცენტრიდან - 01,

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან - 01,

მოქალაქეებისგან 12,

 

შემოსული განცხადებებიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურების მიერ: ელენე ურიდია – 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 04 იანვრის ჩათვლით ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (ნანა შამათავას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდი). ნანა შამათავა - 2018 05 იანვრიდან დღემდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია