Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2019 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის შესახებ

15-12-2019

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტტისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ..

 

2019 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 34 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან01,

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 04,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 07,

მედია მედიისთვის - 02,

გაზეთი „ბათუმელებიდან“ - 02,

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივადან - 02,

რეგიონული ახალი ამბების სააგენტოდან - 01,

ასოციაცია „მერკურიდან“ – 02,

ღია საზოგადოების ფონდი - 01,

მოქალაქეებისგან 12,

 

შემოსული განცხადებებიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ: ნანა შამათავა - ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია