Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2020 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის შესახებ

15-12-2020

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია  საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტტისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ..

 

2020 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 30 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან01,

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 01,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 09,

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტიდან - 01,

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან - 01,

ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი-საქართველოდან - 01,

საქართველოს დემოკრატიული ინიციატიადან -01,

IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან - 01,

DEPA-დან“ – 01,

შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებიდან“ – 01,

კავშირი საფარიდან - 01,

მოქალაქეებისგან 11.

 

შემოსული განცხადებებიდან 26 განცხადებაზე - მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2 განცხადებაზე  მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1 განცხადება გადაეგზავნა სათანადო ორგანოს, დარჩა განუხილველი - 1 განცხადება.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურების მიერ: ნანა შამათავა ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. 2020 წლის 04 სექტემბრიდან დღემდე - ელენე ურიდია ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია