პროექტის წინაპირობები:
საქართველოს საერთო სასამართლოებს გააჩნიათ მათი ინდივიდუალური ვებ-გვერდები. არ არსებობს ერთი გვერდი, რომელზეც კომბინირებულად ყველა ინფორმაცია, ყველა სასამართლოდან იქნებოდა თავმოყრილი. აღნიშნული წარმოშობს შემდეგ ნაკლოვანებებს:
» მოქალაქე იძულებული ხდება დაათვალიეროს ყველა სასამართლოს ვებ-გვერდი, რათა გაერკვეს სასამართლოებში მიმდინარე პროცესებში;
» ვებ-გვერდების ინდივიდუალური ადმინისტრირება იწვევს დაბალი ხარიხის დიზაინს, არასრულ და დაგვიანებით განახლებად კონტენტს;
» მფლობელ სასამართლოებში ფიქსირებული ინფორმაციისა და სიახლეების სიმცირის შედეგად შეუძლებელი ხდება არსებული მომხმარებლების შენარჩუნება.
პროექტის არსი და მიზნები:
პროექტის მიზანია შეიქმნას ერთი ვებ-გვერდი, რომელიც ერთი ქუდის − „საქართველოს სასამართლოების“ დასახელების ქვეშ გააერთიანებს ყველა საერთო სასამართლოს.
„საქართველოს სასამართლოები“ იქნება ბრენდი, რომელთანაც ყველა მოხელეს ექნება იდენტობის განცდა.
საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდი:
» შეძლებს სრულყოფილად, კონსოლიდირებული სახით მიაწოდოს მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
» იქნება მაღალი ხარისხის დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური და პერმანენტულად განახლებადი;
» შეასრულებს ერთი ფანჯრის ფუნქციას მოქალაქეებისათვის.
პროექტის სავარაუდო შედეგები:
საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდის შექმნით:
» გავამარტივებთ, დავაჩქარებთ და უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ მოქალაქეთა მომსახურებას;
» შეიქმნება ერთიანი ორგანიზაციის არსებობის განცდა მოქალაქეებსა და მოხელეებს შორის;
» მოვიზიდავთ მეტ მომხმარებლებს, რაც საბოლოო შედეგად გაზრდის მოქალაქეთა ინფორმირებულობას, მართლშეგნების დონეს, სასამართლო მომსახურებით კმაყოფილებას და ნდობას მისი საქმიანობისადმი.
ქართული და უცხოური ანალოგიები:
http://www.justice.gov.uk/index.htm – მისი უდიდებულესობის სასამართლო სერვისი
http://www.uscourts.gov/Home.aspx – აშშ-ს სასამართლოები
http://www.intranet.court.ge – საქართველოს საერთო სასამართლოების ინტრანეტი |