რას ფიქრობენ მოქალაქეები თბილისის სააპელაციო სასამართლოზე? როგორ აფასებენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, სანდოობას, მიუკერძოებლობას? რამდენად კმაყოფილი არიან სასამართლოს მოხელეთა პუნტუალობით, გულისხმიერებით, კომპეტენტურობით? ამ და მრავალი სხვა კითხვით სასამართლოში მოსულ მოქალაქეებს მივმართეთ.
2013 წლის დეკემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა მოქალაქეთა აზრის კვლევა. სულ გამოიკითხა 331 ადამიანი. თითოეული კითხვა შეფასებულია 10 ბალიანი შეფასების სისტემით.
გამოკითხულთა 68% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას. კვლევის თანახმად, 75.1% დადებითად აფასებს მოსამართლეთა კვალიფიკაციას და კომპეტენტურობას. გამოკითხულთა 80.7% კმაყოფილია სასამართლო მოხელეებთან კომუნიკაციით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკითხვები სისტემატურად ტარდება, მათი მიზანია სასამართლო საქმიანობის გაუმჯობესება და იმ ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც თავს იჩენს სასამართლოში.
დაწვრილებითი სტატისტიკის სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი. |