| 
                	
                    
                     30 იანვარს,განგრძობადი პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე". 
  
ლექციას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი - ვახუშტი მენაბდე. 
  
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციების გამიჯვნასთან, ნორმათა ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან და საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტთან მიმართებით.                   |