quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

04-02-2014

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სააგენტო ” ინტერსპრესნიუსზე” გავრცელებულ  ”თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანიძის განცხადებას.

 

2014 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა მოქალაქე არჩილ სულთანიშვილმა, რომელიც მოპასუხე სააქციო საზოგადოება ” ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიასგან” ითხოვდა 270180,18 აშშ დოლარის ანაზღაურებას, კერძოდ მოსარჩელე ითხოვდა 1994 წელს აღნიშნული ბანკის დაარსებისას საწესდებო კაპიტალში დედის მიერ შეტანილი 10 მილიონი კუპონის სანაცვლოდ, ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.  

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელესარჩელის  მიღებაზე უარი ეთქვა  სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და არა სხვა რაიმე მიზეზიდან გამომდინარე. სარჩელს თან ერთვის საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმადაც არჩილ სულთანიშვილი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, თუმცა არ სარგებლობს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით.  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის  პირველი ნახილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება პირი,მხოლოდ მაშინ, თუ იგი  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან ერთად  იღებს საარსებო შემწეობასაც. 

 

ბ-ნი ომანიძე განცხადებაში აპელირებს იმ გარემოებებით, თითქოს არჩილ სულთანიშვილი იღებს შემწეობას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან არჩილ სულთანიშვილის მიერ საარსებო შემწეობის მიღების შესახებ  ინფორმაცია, არ დასტურდება მოსარჩელის  მიერვე სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ, არჩილ სულთანიშვილი უფლებამოსილია კვლავ მომართოს სასამართლოს მისი  უფლებების დაცვის მოთხოვნით.

 

სასამართლო მოუწოდებს პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს  თავი შეიკავონ ცილისმწამებლური და სასამართლოს მიმართ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან,  მითუფრო, როდესაც  მათი  შინაარსი აშკარა შეუსაბამობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია