quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

12-02-2014

2014 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებული პირების- ტარიელ ფოცხვერიას, თორნიკე ჯიშკარიანის, ილია სახელაშვილის, რეზო ხარძიანის, ნიკოლოზ ბაციაშვილისა და ლევან ხერხაძის  მიმართ. სასამართლობრალდებული ლევან ხერხაძე უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა, ხოლო ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ, თუმცა  საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებულები სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს- თორნიკე ჯიშკარიანს, ილია სახელაშვილს, რეზო ხარძიანსა და ნიკოლოზ ბაციაშვილს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.


განაჩენის გამოცხადებას სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულთა და მათი ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დარბაზის დატოვებისას,  სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა - ბიძინა ჯიშკარიანმა დაარღვია წესრიგი და სასამართლოს მიმართ გამოხატა აშკარა და უხეში უპატივცემულობა, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც ბიძინა ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განკარგულებით დაჯარიმებულ იქნა 300 ლარის ოდენობით. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია