quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მრგვალი მაგიდა - თემაზე წარმომადგენლობა მედიაციაში

18-02-2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით ა/წ 17 თებერვალს, თსუ-ის 1-ლი აკადემიური კორპუსის 115-ე აუდოტორიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: წარმომადგენლობა მედიაციაში. 

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენს: ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული მედიატორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის   ბიუროს უფროსი - უჩა თოდუა,  თბილისის მერიის ააიპ "თბილისელების ადვოკატების" ტრენერ-ადვოკატი - თამარ ხატიაშვილი და თსუ-ის დავის ალტერნატიულოი გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი - სოფიო ჩაჩავა.

 

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა 23 ადამიანი. მათ შორის იყვნენ პროფესორები,სტუდენტები და ადვოკატები. ადვოკატებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის მიენიჭებათ შესაბამისი ოდენობის კრედიტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. 

 

მრგვალი მაგიდის მთავარი თემა იყო მედიაციის პროცესში წარმომადგენლის მონაწილეობის მნიშვნელობა, მედიაციის მთავარი პრინციპები და ფაზები, ადვოკატთა ეთიკის საკითხები მედიაციის პროცესში და ა. შ.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია