| 
                	
                    
                     თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამართლის პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ ჩაატარა ლექცია სახელწოდებით: "საზოგადოებრივი საშიშროებისა და მართლწინააღმდეგობის ურთიერთმიმართების პრობლემა".  
  
ლექციაზე ოთარ გამყრელიძემ ასევე მიმოიხილა, ქართული სამართალი და მოიგონა თინათინ წერეთლის ღვაწლი ქართული სამართლის სკოლის ჩამოყალიბებაში. 
  
ლექციამ 2 საათი გასტანა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  
  
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.                   |