quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ განაჩენი დაადგინა

06-03-2014

2014 წლის 6 მარტს  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ.   

მათ ბრალად ედებოდათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

 

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტი-N TH 2340, ამავე კალიბრის 8 ცალი ვაზნა, 2253,83 გრამი ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, 25 ცალი ელექტროდეტონატორი, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ქ.თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში. 2013 წლის 13 ივნისს,  შსს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა მიერ  ჩატარებული, ბრალდებულთა დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ზემოთხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა მიკაილ კადიევის საწოლის მატრასის ქვევიდან, ხოლო ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა რიზვან ომაროვის სხვა პირად ნივთებთან ერთად მისი კუთვნილი ჩანთიდან.

 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა  თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 15 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 17 და დაცვის 2 მოწმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქმეში არსებული  და  სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს  2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. 

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია