quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განაჩენი დაადგინა

14-03-2014

2014  წლის 14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2005 წლის 5 იანვარს შსს თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ამჟამად ძებნაში მყოფი ბრალდებულების  შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას, მისი ყოფილი მოადგილის იოსებ თოფურიძის,  შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსის გერონტი ალანიას და იმავე სამმართველოს ყოფილი უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ მელნიკოვის მიმართ.

 

დავით ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა  გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ხოლო იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა  გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 20 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 12 და დაცვის 6 მოწმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ  და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ  მტკიცებულებათა ერთობლიობით, დავით ახალაია უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში. ბრალდებულები  დავით ახალაია,  იოსებ თოფურიძე, გერონტი ალანია  და ოლეგ მელნიკოვი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ ” საქართველოს კანონის  გამოყენებით  3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მათვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება  ჩამოერთვათ.

 

განაჩენი ოლეგ მელნიკოვის  მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლდნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში,თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია