quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ე.წ სამალავების საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა

18-03-2014

2014 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა  სამეგრელოს რაიონში აღმოჩენილი ე.წ. სამალავების საქმეზე, ბრალდებულების ამჟამად ძებნაში მყოფთა: საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეგის ქარდავასა და  საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მუშაკის კოხტა კოდუას, ასევე დანარჩენ ბრალდებულთა: საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის კუდის ყოფილი უფროსის რუსლან შამახიას, ამავე სამინისტროს  ყოფილი მუშაკის დავით ჩაგინავას,  თავდაცვის სამინისტოროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსის კობა თოდუას, თემურ უბირიას, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი მუშაკების პაატა ქირიას, გიორგი ბულიას, გურამ ჭითანავასა და ირაკლი ახალაიას   მიმართ.

სახელმწიფო ბრალდებამ მათ ბრალი დასდო შემდეგში:

თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი), ხოლო  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია - პაატა ქირიას, გიორგი ბულიას (ორი ეპიზოდი), გურამ ჭითანავას, ირაკლი ახალაიას.


სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში ე.ი. სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებულ ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად და დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი), თემურ უბირიას (ორი ეპიზოდი).

წამებაში - ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლება შეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი). 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 182 მე-3 ნაწილის ,,დ” ქ/პ თანახმად,  სასამართლოდანაშაულის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის მიზნით, სხდომები  დახურულად გამოაცხადა. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 31 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 19 მოწმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოდახურულ სხდომებზე საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ  და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებულების მიმართ განაჩენი დაადგინა. კერძოდ: 

რუსლან შამახია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში და განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის  გამოყენებით, ბრალდებულებს: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, კობა თოდუასა და დავით ჩაგინავას  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ, პაატა ქირიას, გურამ ჭითანავასა და გიორგი ბულიას  საბოლოოდ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ახალიას 2 წლითა და 3 თვით, ხოლო თემურ უბირიას დანაშულთა ერთობლიობით 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

განაჩენი მსჯავრდებულების მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლდნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია