quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საპატრიარქოს უნივერსიტეტთან სასამართლომ მემორანდუმი გააფორმა

07-04-2014

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შედგა.

 

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსუტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა. 

 

მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. 

 

ამავდროულად, სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების (ე.წ.Case Brief-ების) განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას. 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან.

 

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია