quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თურქეთის სასამართლო ხელისუფლების ვიზიტი საქალაქო სასამართლოში

14-05-2014

2014 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების  დელეგაცია ეწვია, რომელსაც თურქეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალი ალკანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლოში საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირებით,   სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

მამუკა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს სასამართლოს შენობა, ნაფიც მსაჯულთათავის განკუთვნილის სასამართლო  სხდომის დარბაზი,   მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერებინა და მისი  ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია  მიაწოდა. სტუმრები, ასევე, დაესწრნენ სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო განხილვის სხდომას, რომელზეც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევით,  თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების  დელეგაცია თბილისს 12 მაისს ეწვია. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და თურქეთის სასამართლოებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ეცნობიან ქართული სასამართლო სისტემის მოდელსა და მისი მოწყობის ძირითად პრინციპებს, ქართული სასამართლო რეფორმის მიღწევებს. დელეგაციის წევრებმა საქმიანი შეხვედრები უკვე გამართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან.  

თურქეთის დელეგაციის  სამუშაო ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.  

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია