quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში

14-05-2014

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო მოხელეთა და ასევე მოსამართლეთა დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ხელმძღვანელობით, დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა ვიზიტად.

 

აღნიშნული ვიზიტი ეძღვნებოდა სასამართლოს ადმინისტრირებისა და სასამართლოს პერსონალის განვითარების კონცეფციების განხილვასა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარებას.

 

დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოში შეხვედრების განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ გერმანულ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების, შეფასებისა და წახალისების სფეროში. წარმოდგენილ იქნა გერმანული გამოცდილება დასახელებული პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად. განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა მოსამართლეთა დატვირთულობის შეფასებისა და მოსამართლის საქმიანობის ოპტიმალური გადანაწილების გერმანული მოდელი -  PEBB§Y.

 

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტისას გერმანულ და ქართულ დელეგაციებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პოლონეთის სასამართლო სისტემას, სასამართლო ადმინისტრირების პოლონურ მიდგომებს და პოლონეთში დანერგილ სამართალწარმოების ელექტრონული სისტემებს.

 

როგორც ქართულმა, ასევე გერმანულმა და პოლონურმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ თემებზე გააგრძელონ თანამშრომლობა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება.

 

დრეზდენის უმაღლესი სამხარესასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. აღნიშნულ პარტნიორობა დასაწყისიდანვე მხარდაჭერილი იყო გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ. თანამშრომლობის განმავლობაში ორმხრივი ვიზიტებისა და მოსამართლეთა ჰოსპიტაციების ფარგლებში განხილულ იქნა არაერთი საინტერესო და ქართული მართლმსაჯულებისათვის აქტუალური თემა.

 

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოსთან თანამშრომლობას ახლახანს ჩაეყარა საფუძველი და მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ წინ არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ელით. 

 

დელეგაციის ვიზიტი 5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

 

 

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი ვიზიტები პროექტში ჩართულ სამივე ქვეყნის სასამართლოებში. მორიგი სამუშაო შეხვედრას ქართული მხარე 2 ივნისს უმასპინძლებს.თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო მოხელეთა და ასევე მოსამართლეთა დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ხელმძღვანელობით, დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა ვიზიტად.

 

აღნიშნული ვიზიტი ეძღვნებოდა სასამართლოს ადმინისტრირებისა და სასამართლოს პერსონალის განვითარების კონცეფციების განხილვასა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარებას.

 

დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოში შეხვედრების განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ გერმანულ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების, შეფასებისა და წახალისების სფეროში. წარმოდგენილ იქნა გერმანული გამოცდილება დასახელებული პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად. განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა მოსამართლეთა დატვირთულობის შეფასებისა და მოსამართლის საქმიანობის ოპტიმალური გადანაწილების გერმანული მოდელი -  PEBB§Y.

 

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტისას გერმანულ და ქართულ დელეგაციებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პოლონეთის სასამართლო სისტემას, სასამართლო ადმინისტრირების პოლონურ მიდგომებს და პოლონეთში დანერგილ სამართალწარმოების ელექტრონული სისტემებს.

 

როგორც ქართულმა, ასევე გერმანულმა და პოლონურმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ თემებზე გააგრძელონ თანამშრომლობა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება.

 

დრეზდენის უმაღლესი სამხარესასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. აღნიშნულ პარტნიორობა დასაწყისიდანვე მხარდაჭერილი იყო გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ. თანამშრომლობის განმავლობაში ორმხრივი ვიზიტებისა და მოსამართლეთა ჰოსპიტაციების ფარგლებში განხილულ იქნა არაერთი საინტერესო და ქართული მართლმსაჯულებისათვის აქტუალური თემა.

 

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოსთან თანამშრომლობას ახლახანს ჩაეყარა საფუძველი და მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ წინ არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ელით. 

 

დელეგაციის ვიზიტი 5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

 

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი ვიზიტები პროექტში ჩართულ სამივე ქვეყნის სასამართლოებში. მორიგი სამუშაო შეხვედრას ქართული მხარე 2 ივნისს უმასპინძლებს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია