მართლმსაჯულების სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეთა განხილვის მაშტაბურობითა და პროფესიონალიზმის ნიშნით გამოყო, ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით მოსამართლეთა შრომას და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს სამახსოვროდ - მხატვრული ტილო გადასცა. ამავე დღეს, პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერებისა და პრინციპულობის ნიშნით სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ საქართველოს სასამართლოების 7 მოსამართლე.
მოსამართლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოსამართლეთა პროფესიული დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციაა და იგი ყოველწლიურად 15 მაისს აღნიშნება. |