თბილისის საქალაქო სასამართლოს ყირგიზეთის სასამართლო ხელისუფლების დელეგაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფერუზა ჯამაშევას ხელმძღვანელობით სტუმრობდა. დელეგაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა უმასპინძლა.
მხარეებს შორის დისკუსია სასამართლოში საქმისწარმოების საკითხებზე შედგა. მამუკა ახვლედიანმა სტუმრებს ამ კუთხით სასამართლოს გამოცდილება გაუზიარა და საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამა წარუდგინა.
დელეგაციის წევრებმა სასამართლოს შენობა და ნაფიც მსაჯულთათვის განკუთვნილი სასამართლო სხდომის დარბაზი დაათვალიერეს. სტუმრები, ასევე, დეტალურად გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების წესებს.
ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდებიან, ასევე, ეწვევიან სიღნაღისა და მცხეთის რაიონულ სასამართლოებს. |