quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე განსასჯელი გამართლდა

12-06-2014

2014 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე და სასჯელი">განსასჯელი (2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით) ირაკლი სეხნიაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ირაკლი სეხნიაშვილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმე ეხება, 2009 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც, ბრალდების თანახმად, შურისძიების მიზნით, მანამდე არსებული კონფლიქტის საფუძველზე, ირაკლი სეხნიაშვილმა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ალექსანდრე ჯ.-ს. 

განსასჯელ ირაკლი სეხნიაშვილს, 2009 წელს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2014 წლის თებერვლის თვეში სომხეთის რესპუბლიკიდან მოხდა ძებნილი სასჯელი">განსასჯელის ირაკლი სეხნიაშვილის საქართველოში ექსტრადირება.

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე განსასჯელმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განაცხადა, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და მკვლელობის შესახებ სხვა პირებისგან შეიტყო.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასჯელი">განსასჯელიდამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ირაკლი სეხნიაშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის  მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასჯელი">განსასჯელი უდანაშაულოდ სცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვასა და ტარებაში და                                                ი.სეხნიაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.  

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა  7 სასამართლო სხდომა და დაიკითხა 15 მოწმე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია