quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

12-06-2014

2014 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. პოლიციის მუშაკის  მიმართ  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული გენრიხ აროშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გ. აროშიძეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით უკან დაუბრუნდება, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 25 აგვისტოს, შსს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაადგინეს გენრიხ აროშიძის პირადი ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, ასევე სასამართლო განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი წარდგენილი ბრალდებით პირიდამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, სასამართლომ გენრიხ აროშიძე უდანაშაულოდ სცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა  15 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 18 პირი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია