quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ 181 ახალი სტაჟიორი მიიღო

16-06-2014

კონკურსის შედეგად შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და მენეჯერი- მაკა თოდუა შეხვდნენ. მამუკა ახვლედიანმა მათ კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სასამართლოს მენეჯერმა სტუდენტებს მიმართა და სასამართლოს შინაგანაწესი გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლი სამართლის საქმეთა კოლეგიების მთავარი კონსულტანტები, რომლებმაც  სტაჟიორებს კოლეგიების შესაბამისად დამატებითი განმარტებები მისცეს.

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებისა და გასაუბრების საფუძველზე 627 კონკურსანტიდან 181  შეირჩა.  სტაჟიორები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში, სასამართლოს კანცელარიასა და მოქალაქეთა მისაღებში გადანაწილდნენ.  სტაჟირების 6 თვის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ სასამართლოში საქმისწარმოების სპეციფიკას, იმუშაონ მოსამართლის აპარატში და შეისწავლონ ახლადდანერგილი  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია