quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-09-2014

2014 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულები კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

მათ ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.  აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 27 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 18 და დაცვის 15 მოწმე

ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი პირთა დამნაშავედ ცნობისათვის და მათ მიმართ გამამტყუნებელი  განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან  ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია