quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს

06-10-2014

2014 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი რიგით მერვე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა სერგეი ბაბოიანის მიმართ, ანნა ბაბოევის დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  განხორციელებულ ქურდობის ფაქტზე. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღო.  ბრალდებული სერგეი ბაბოიანი  ვერდიქტის საფუძველზე, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ყველა ბრალდებაში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი მიღებულ იქნა 11 ხმით, ერთის წინააღმდეგ,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სათათბიროდ გასვლიდან ექვსსაათიან დამატებით დროში. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად: მარინე სიმონიანმა ანნა ბაბოევისაგან ნასესხები 5000 ლარის დაბრუნებისათვის თავის არიდების მიზნით,   სერგეი ბაბოიანთან  ერთად განიზრახა ანნა ბაბოევის  მკვლელობა.  განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით აღნიშნული პირები 2014 წლის 08 თებერვალს,  დაახლოებით 20:00 საათზე მივიდნენ ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრებში მცხოვრებ ანნა ბაბოევის  საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სერგეი ბაბოიანამა მას გაუკავა ხელ-ფეხი, შემგდეგ  წაუჭირა ხელები ყელის არეში, ხოლო მარინე სიმონიანმა პირის არეში ჩაუტენა თავსაფარი, რის გამოც იგი ასფიქსიის შედეგად  ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ მარინე სიმონიანი და სერგეი ბაბოიანი მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ ანნა ბაბოევის ნივთებს. 

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 15 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16  მოწმე და დაცვის 11 მოწმე, ასევე თავად ბრალდებული, რომელმაც  თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბარალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული  ნივთიერი და წერილობითი  მტკიცებულებები. 

სხდომის თავჯდომარემ გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე  ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია