quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

16-10-2014

თბილისის საქალაქო სასამართლო ითვალისწინებს  საზოგადოების მაღალ ინტერესს ბრალდებულების: კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმიასა და აკაკი გვასალიასს საქმეზე დადგენილი გამამართლებელი განაჩენი მიმართ და განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი პირი დამნაშავე ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ სს საქმეზე არასაკმარისია.
სასამართლომ ვერ გაიზიარა დაზარალებულების ჩვენებები, ვინაიდან ისინი არასარწმუნოდ და არადამაჯერებლად მიიჩნია  და არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს (სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები)  და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით,  უტყუარად დადგინდა ჩხუბის დროს დაზარალებულების მხრიდან თავდასხმა და მათივე მხრიდან დანისა და რკინის ხელკეტების  გამოყენება. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა,  ჯემალ შელიას ყველა დაზიანება განვითარებულია  თავის დარტყმით ფართო ზედაპირის მქონე უძრავ ზედაპირზე საკუთარი სხეულის სიმაღლიდან კეფით ვარდნისას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ნაწარმოებია არასრულყოფილად, არ არის დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება. ბრალდების მხარესასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც რეალობასთან მაქსიმალური სიახლოვით აღწერდნენ მოვლენებს და დაადასტურებდნენ ბრალდებულების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე, მტკიცებულებების შეფასების დროს  წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ოთხივე ბრალდებულს ბრალად ედებოდათ ძალადობით და ძალადობის მუქარით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და არა ჯემალ შელიას მკვლელობა, როგორც ეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
მხარეებს 2014 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდათ და იგი  შეიძლება გასაჩივრდეს,  მხარეთათვის  გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, მიუხედავად მკვეთრად დაპირისპირებული მხარეებისა, სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის არაერთგზის დარღვევისა, მოსამართლის მიერ არავის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული საჯარიმო სანქცია - ფულადი ჯარიმა">ჯარიმა.
სასამართლო, მიუხედავად კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა გამოიყენოს დაჯარიმება და პატიმრობაც კი, კონკრეტულ შემთხვევაში შემოიფარგლა გაფრთხილებებით და დარბაზიდან დამსწრე პირის გაძევებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შემხებლობაში არმყოფი პირების მიერ გაკეთებული მცდარი განცხადებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და დაინტერესებული პირების მიერ, მიზანმიმართულად საზოგადოებრივი აზრის ცალმხრივად ფორმირებას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია