quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

16-10-2014

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალებებში მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილთან დაკავშირებით   გავრცელებულ  განცხადებებს. 

მ. სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს მ. სააკაშვილს, ზ. ადეიშვილს და დ. კეზერაშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა შეუფარდა. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირი, როდესაც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პირს შესაძლებელია ჩადენილი ჰქონდეს ბრალად შერაცხული დანაშაული მის მიმართ სასამართლო ყველაზე მკაცრ აღკვეთი ღონისძიების სახეს - პატიმრობას იყენებს, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს გამოძიებას და სასამართლოს.

 სასამართლოში საქმეთა განაწილების რიგითობის წესის  საფუძველზე, ამავე მოსამართლემ განიხილა თენგიზ ერისთავისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და შეცვლის შუამდგომლობები. საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარე სრულად დაეთანხმა  და მხარი დაუჭირა დაცვის მხარის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის - 10 ათასი ლარით შეცვლის შესახებ,  იმ მოტივით, რომ საქმეზე უკვე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება და თ. ერისთავი თავისუფლებაში ყოფნით ხელს ვერ შეუშლის გამოძიებას. ამასთანავე სასამართლომ გაითვალისწინა,  ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე სადაოდ ხდის ჩხრეკის ოქმის კანონიერებას, რომლის დადგენის ერთადერთი საშუალებაა ჩხრეკის პროცესში მონაწილე პირების ჩვენებების შემოწმება. ბრალდებულის ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი არის პოლიციის თანამშრომელი, ამ ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეები ბრალდების მხრიდან მოძიებულნი ვერ იქნენ, შესაბამისად მათზე ზემოქმედების მოხდენა ძალიან შეზღუდულია, თუ შეუძლებელი არა. აქვე სასამართლომ მიუთითა, სხვა ახალ გარემოებაზეც, კერძოდ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ამონაწერებზე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან, რომლებითაც დასტურდება კომუნიკაცია ბრალდებულ ერისთავის ახლობლებს შორის, ამ კომუნიკაციის დროს დაცვის მხარის განმარტებით, საუბარი იყო თ. ერისთავის დაკავებაზე და ამ კომუნიკაციის დრო წინ უსწრებს ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროს, შესაბამისად  მნიშვნელოვნია ბრალდებულის დაკავების და ჩხრეკის ზუსტი დროის გარკვევა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების გათვალისწინებით. 

სასამართლო ხელისუფლება დაუშვებლად მიიჩნევს, ღია ეთერში მოსამართლის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებას და მისი კომპეტენციის ხარისხზე მსჯელობას, ვინაიდან  ცალმხრივი შეფასებები და მოსამართლის რეპუტაციის შემლახველი  განცხადებები ემსახურება საზოგადოების  შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რაც  ცალსახად საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.   

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია