quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ განაჩენი დაადგინა

22-10-2014

2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო  დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების: ბაჩანა ახალიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და ამჟამად ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას მიმართ.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 32 სასამართლო სხდომა, სადაც დაიკითხა ბრალდების 56 და დაცვის 28 მოწმე, ამათგან 3 ბრალდებული. ასევე გამოქვეყნდა ბრალდების 2 მოწმის წერილობითი ჩვენება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია  უდანაშაულოდ სცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ბრალდებების  საქმეზე, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების, ასევე  ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესების  არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშვედ სცნო  მოხელის მიერ ჯგუფურად  ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ წამების ბრალდების საქმეზე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული  პირი მიმართ. ასევე ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავე ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ჩადენილი საჯარო ინტერესის საწინაარმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე  რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.  ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას ”ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ბ. ახალაიას 3 წლის, ხოლო მეგის ქარდავას 2 წლისა და 3 თვის  ვადით.

ბრალდებულები გიორგი მაზმიშვილი და ლევან  ქარდავა გამართლდნენ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირი უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო   ცნობილ იქნენ დამნაშავე ჯგუფურად,  ორი ან მეტი პირი მიმართ ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის.  გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას ”ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 11 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხოლო განაჩენი  მეგის ქარდავას მიმართ, რომელიც  გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს  მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.  

 

            

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია