quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვა იწყება

09-01-2015

დღეს, 2015 წლის 9 იანვარს,   თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ზურაბ გორგაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

ზურაბ გორგაძეს ბრალად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული,რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და მიიღებენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს. 

ნაფიც  მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს  ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით  სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 2015 წლის 12 იანვარს, 10:30 საათზე დაიწყება. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია