quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

05-02-2015

2015 წლის 4 თებერვალს თბილსის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისა და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ, ბრალდებულების ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, გიორგი გულბიანის, ალექსანდრე სანიკიძის, ლევან ბეროძის, დავით ალელიშვილის, სოსო ჩაკვეტაიას, კახაბერ ნაკანის, იასონ მილაძის, ზურაბ ჯოხაძის, ალექსანდრე ციმაკურიძის და ამჟამად ძებნაში მყოფ, გრიგოლ კვინიკაძის მიმართ.

წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ირაკლი ფირცხალავას ბრალად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (სსკ-ის 25, 109-ე მუხლის ”ა”, ”ზ” და ”თ” ქვეპუნქტები, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, სს საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზებისათვის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი (სსკ-ის 25, 369-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). გიორგი ცააძეს და ლევან ბეროძეს, ბრალი წარედგინათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სს საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისათვის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი(სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ასევე, გიორგი ცააძეს, იასონ მილაძეს, გიორგი გულბიანს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაიას, ალექსანდრე სანიკიძეს და კახაბერ ნაკანს ბრალი ედებათ ორი პირის განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ( სსკ-ის 109-ე მუხლის ”ა”, ”ზ” და ”თ” ქვეპუნქტები, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება ძებნაში მყოფ გრიგოლ კვინიკაძეს მას ბრალად ედება განზრახ უკანონო დაკავება (სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედებების ხასიათის, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის, გამოწვეული შედეგის, ზიანის სახის და ფორმის, გათვალისწინებით, ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევაზე მსჯელობისას, სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, ზოგიერთი ბრალდებული ბოლო დრომდე  თანამდებობის პირი იყო და მათ ნაწილს ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში აქვთ წარდგენილი. საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საფუძვლიანია აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახის გამოყენება.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015  წლის 26 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია