თბილისის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული კომპანია ,,აიპ ინოვაციური განათლების ცენტრის” ინიციატივით, იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.
ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო სხდომები დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეებზე ჩაატარეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, დაუჭიროს მხარი ორგანიზაციათა ინიციატივებს, რომლებიც მომავალი იურისტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. |