quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა

07-08-2013

2013 წლის 07 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება კოკა კეკელიასათვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, და პროკურორიშუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო: ამ ეტაპზე საქმეში  მოიპოვება, არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, ამოცნობის ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული  ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ ირაკლი სულაძეს.

 

ბრალდების მხარის  მოთხოვნა ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით დასაშვებად იქნა მიჩნეული, რაც არ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პაქტის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მოთხოვნებს, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებათა სტანდარტს, ანუ სახეზეა მიმალვის და ხელის შეშლის საფრთხე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა. 

 

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე (მიეკუთვნება მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია  რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), ქმედების ხასიათი და შინაარსი (მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). ასევე, სასამართლო გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მოგვიანებით იქნა პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებული.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია