2013 წლის 23 აგვისტოს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას მიმართ.
ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა.
დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილა 2013 წლის 25 აგვისტოს, 10 საათზე დაიწყება. |