quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გიორგი მსხილაძე და სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ

06-09-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 სექტემბერის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა  საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი მსხილაძის და სალომე ზურაბიშვილის სარჩელი,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, სასარჩელო განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა ცესკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიისათვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების დავალება

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ორგანული კანონის 96-ე მუხლის  შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. ამასთან, სასამართლომ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად,  საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, კი საქართველოს პრეზიდენტის,  პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.ზემოთ მოცემული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით” განისაზღვრა იმ კრიტერიუმების წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში  შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია, იმავდროულად განისაზღვრა ის გარემოებები, რომლებიც იმთავითვე გამოირიცხავენ კანდიდატად რეგისტრაციას. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებელმა დაუწესა პრეზედენტობის მსურველ პირებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის  11- ნაწილით და შესაბამისად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით ეთქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღის ვადაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია