საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37.1. მუხლის თანახმად, "საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით".
კანონის აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედებამდე ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 17 სასამართლოში მოქმედებდა საჯარო ინფორმაციის პროგრამა. ამჟამად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის პროგრამა დანერგილია საქართველოს ყველა სასამართლოში.
საჯარო ინფორმაციის პროგრამის გამოყენებით ყველას შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საქართველოს სასამართლოებში დაცული საჯარო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ხელმისაწვდობისა და ხარისხის მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის პროგრამის აპლიკაცია დაემატა საქართველოს სასამართლოების facebook-ის გვერდს.
საქართველოს სასამართლოები - ვიცავთ კანონის უზენაესობას. |