quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტუმრად დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეები იმყოფებიან

25-09-2013

23-26 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო დრეზდენის უმაღლესი სამხარესასამართლომოსამართლეების დელეგაციას მასპინძლობს.

 

ვიზიტის პერიოდი დატვირთულია სხვადასხვა შეხვედრებით ქართული და გერმანული მართლმსაჯულებისათვის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

● „საქმეთა განაწილების წესი“;

● „ხელშეკრულების ბათილობა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ამორალურობის საფუძველზე“;

● „ხელშეკრულების ბათილობა მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომის გამო“;

● „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)“.

 

გარდა აღნიშნული თემებისა სტუმრები ეცნობიან სასამართლოს ორგანიზებისა და სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმიანობის სპეციფიკას, რის შემდეგად მომზადდება შედარებითი ხასიათის მოხსენება ქართული და გერმანული სისტემების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოს შორის პარტნიორული ურთიერთობები 2012 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში, მხარეები რეგულარულად თანამშრომლობდნენ მართლმსაჯულების განხორციელების გაუმჯობესებისა და ორმხრივი სასამართლო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

 

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – კონსტანტინე კუბლაშვილისა და დრეზდენის უმაღლესი სამხარესასამართლოს პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხის შეხვედრა, უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების მუზეუმის დათვალიერება და ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მონახულება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია