2013 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლიტვის მოსამართლეთა დელეგაცია იმყოფებოდა.
ლიტველი კოლეგები სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ და საქმეთა წარმოების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. კერძოდ, შეხვედრაზე მხარეებმა საერთო სასამართლოების, სასამართლოში საქმის წარმოების ვადებისა და საქმეთა განაწილების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსჯადი სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი პრაქტიკისა და მედიაციის სამსახურის ფუნქციონირების საკითხები.
მამუკა ახვლედიანმა ლიტველ მოსამართლეებს საქმეთა წარმოების ახალ ელექტრონულ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან დელეგაციის წევრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
|