quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თურქეთის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში

26-09-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოში თურქეთის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დელეგაცია საქართველოს 23 სექტემბერს ესტუმრა და უკვე გამართა შეხვედრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და  უზენაეს სასამართლოში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე - მამუკა ახვლედიანთან და სკოლის დირექტორ - ლაშა მაღრაძესთან დაგეგმილი შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქმის ელექტრონულ წარმოებასა და მედიაციის სამსახურის ფუნქციონირებას. მამუკა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაგეგმილი ახალი პროექტები გააცნო.

 

შეხვედრის  შემდეგ  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სასამართლოს შენობა და მოქალაქეთა მომსახურების მშენებარე ცენტრი დაათვალიერებინა და ცენტრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

თურქეთის მოსამართლეთა  და  პროკურორთა  უმაღლესი საბჭოს ვიზიტი საქართველოში დღეს, 25 სექტემბერს დასრულდება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია