თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თანამშრომლები, პირადი სახსრებით, სოციალურად დაუცველ ჯიხვაძეების ოჯახს დაეხმარნენ.
ინფორმაცია ჯიხვაძეების ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა. ტუბერკულოზით დაავადებული მარტოხელა დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე მიტოვებულ ფარდულში ცხოვრობენ. გაუსაძლისი პირობების გამო მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ტკბილეული და თბილი ტანსაცმელი მიუტანეს. |