quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება

22-10-2013

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ელენკო ჯორჯიას“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შპს „ელენკო ჯორჯიას“ სარჩელი შეეხებოდა სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და კომპანია „არგოტრანს ლიმიტედს“ შორის 2010 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ მისი დადებით ხელშეკრულების მხარეების მიერ დაირღვა საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რის შედეგადაც მოსარჩელეს შეეზღუდა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, რა დროსაც მხარეებს თვითონ ეკისრებათ სარჩელში და შესაგებელში მოყვანილი გარემოებების მტკიცების ტვირთი. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე შპს „ელენკო ჯორჯიამ“ სასამართლოს წინაშე ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა:

ა) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „კომპანია არგოტრანს ლიმიტედს“ შორის 2010 წლის 26 ნოემბერს ხელშეკრულების დადებით „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევის ფაქტის არსებობა;

ბ) ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელის – შპს „ელენკო ჯორჯიას“ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა.  

 

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევა

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ელენკო ჯორჯიას“ მიერ მხოლოდ დომინირებულ მდგომარეობაზე და სადავო ხელშეკრულების ექსკლუზიურობაზე მითითება, არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. კანონმდებლობის დარღვევის დასასაბუთებლად მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ გამოსაკვლევი ბაზრის ბრუნვის მოცულობა აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტების 25%-ს და სადავო ხელშეკრულების მხარეები, ერთის მხრივ სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, და მეორეს მხრივ კომპანია „ელენკო ჯორჯია“ შესაბამის ბაზრებზე, ფლობენ თითოეული 40%-ზე მეტ წილს. 

 

იურიდიული ინტერესის არსებობა

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად აუცილებელია იკვეთებოდეს კონკრეტული სამართლებრივი გაუმჯობესება, რასაც მხარე მიიღებს სარჩელით მოთხოვნილი ხელშეკრულების ბათილობის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ არ წარმოეშობა მოსარჩელესთან  ხელშეკრულების ავტომატურად გაფორმების ვალდებულება, ვინაიდან კანონის შესაბამისად მესაკუთრე თავისუფალია ხელშეკრულების დადების არჩევანში. კონკრეტულ შემთხვევაში, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იძულებითი კონტრაჰირების ვალდებულება  შპს „ელენკო ჯორჯიას“ მიმართ არ ეკისრება. 

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობათა დადასტურება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, რაც შესაბამისად გახდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

 

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ საქმის განხილვის მიმდინარეობისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის შემდეგ პერიოდულად ხდებოდა მასმედიის საშუალებების გამოყენებით მოსარჩელე მხარის – შპს „ელენკო ჯორჯიას“ წარმომადგენლის მხრიდან არაეთიკური, არაკომპეტენტური და უსაფუძვლო ბრალდებების გაცხადება საქმის განმხილველ მოსამართლეთა მიმართ. აღნიშნულს ვაფასებთ, როგორც მთლიანად სასამართლოს დისკრედიტაციისა და კონკრეტული დავის მიმართ წინასწარი მცდარი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად. 

 

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ მოსამართლე თავისუფალია ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან, მათ შორის, ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებაში შექმნილი წინასწარი შეხედულებებისა თუ მოსაზრებებისაგან და მართლმსაჯულების განხორციელებისას გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია