quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სამოქალაქო მართლმსაჯულების დღე

25-10-2013

25 ოქტომბერი ევროპის საბჭოს მიერ სამოქალაქო მართლმსაჯულების დღედ არის აღიარებული. ეს დღე სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მისი აღნიშვნის უმთავრესი მიზანია მოხდეს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების დაახლოება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო უერთდება ამ სიმბოლური თარიღის აღნიშვნას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც სასამართლოს, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ვიზრუნოთ მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ხელი შევუწყოთ მათ აქტიურ ჩართვას სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში.

 

აღნიშნული მიმართულებით, სხვა აქტივობებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტარდება საგანმანათლებლო ტურები.

 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენს სასამართლოს გორის მე-3 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე და მათი მასწავლებლები ეწვივნენ.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და მოისმინეს სასამართლომოხელეთა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ქართული სამართლის ისტორია; თანამედროვე ქართული სასამართლოს სისტემა; საქართველოს სასამართლოების ატრიბუტიკა; არასრულწლოვანთა უფლებები ევროპის ქვეყნებში; არასრულწლოვანთა უფლებები საქართველოში; დანაშაული, სასჯელი და აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

 

მიგვაჩნია, რომ ახალ თაობას უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემისა და ამ სისტემაში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანას ჩვენც შევძლებთ.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია